03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
ილიას, ვაჟას აკაკის და სხვა ცნობილი ქართველების კალიგრაფიაზე შექმნილი შრიფტები

10 ცნობილი ქართველის ავტოგრაფის გამოყენებას დღეს ნებისმიერ ჩვენგანი შეძლებს. ილიას, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის, ნიკოლოს ბართაშვილის, დავით გურამიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, ამბროსი ხელაიას და ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ავტოგრაფით ახლა ნებისმიერი ტექსტის აკრეფბაა შესაძლებელი. 

ახალი შრიფტების დამკვიდრებას კალიგრაფებიც დადებითად აფასებენ. გიორგი სისაური "პოსტრკრიპტუმს" ერთი და იგივე ასოების 10 სხვადასხვა ინტერპრეტაციას ერთდროულად აჩვენებს. 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალურ საიტზე შემდეგი კვირიდან დიზაინერ დავით მაისურაძის მიერ შექმნილი ფონტების საინსტალაციო პროგრამა დაიდება. გადმოწერა ძალიან მარტივი და უფასოა. ცენტრის თანამშრომლები ცნობილი მოღვაწეების ფონტების სიის გაზრდას გეგმავენ. შემდეგი ათეული საქართველოს მეფეებისა და სხვა ცნობილი მოღვაწეების ხელნაწერებს გააცოცხლებს.

 

ავტორები - თაკო მესხი - იაგო გოგილაშვილი

დღის ამბები