03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ზემო აჭარის მოსახლეობა მთის კანონის დროულად მიღებას ითხოვს - ნანუაშვილი ადგილობრივებს შეხვდა

სახალხო დამცველი ზემო აჭარაში მოსახლეობას შეხვდა.

ადილობრივები მთის კანონის დროულად მიღებას ითხოვენ და იმედი აქვთ, რომ ეს მათ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.

სოფლების ღურტასა და ღორჯუმის მაცხოვრებლებს პრეტენზიები აქვთ ასევე აჭარაში, ჰესის მშენებელ კომპანიასთანაც. ადგილობრივების თქმით არ არის დაცული შრომის უსაფრთხოება და მშენებლობის პროცესში არ არის გათვალისწინებული ზემო აჭარაში მცხოვრებთა ინტერესები.

ადგილობრივთა პრობლემების შესახებ სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა ხულოს გამგებელს.

ომბუდსმენი ზემო აჭარაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით წინადადების მომზადებას გეგმავს, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნებათ.

დღის ამბები