03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
გიორგი ჯანელიძის ცხედარს ხვალ კიევში გადაასვენებენ

უკრაინაში შიროკინოს დასახლებაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის ცხედარს, კონფლიქტის ზონიდან კიევში სავარაუდოდ ხვალ გადაასვენებენ.

უკრაინაში საქართველოს საკონსულო ამ დრომდე ელოდება ჯანელძის გარდაცველების შესახებ ოფიციალურ დადასტურებას. დიპლომატიურ მისიას ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ უნდა მიაწოდოს.

უკვე ცნობილია, რომ გიორგი ჯანელიძის სამოქალაქო პანაშვიდი მაიდანზე გაიმართება, სადაც უკრაინელებს საშუალება ექნებათ გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგონ.

სამოქალაქო პანაშვიდის შემდედ ცხედარს უკვე სამშობლოში გადმოასვენებენ, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებებს შაბათს, გვიან ღამით ემსხვერპლა.

რთული ვითარების გამო, კონფლიქტის ზონიდან, ცხედრის გამოტანა ეუთოსა და სეპრატისტებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად ვერ ხერხდებოდა. რის შემდეგაც უკვე სხვადასხვა ბატალიონში მებრძოლი 50-მდე ქართველი მეომარი შეიკირიბა. მათ უკრაინელებთან ერთად ჩაატარეს ოპერაცია და გარდაცვლილი ბრძოლის ზონიდან გამოასვენეს.

გიორგი ჯანელიძე უკრაინაში 4 თვის წინ ჩავიდა. იგი ბატალიონ აზოვის რიგებში იბრძოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები