03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
არასამთავრობოები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეზე საუბრობენ

კონსტიტუციური უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეზე საუბრობენ კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. შუღლის კანონპროექტთან მიმართებით. მათი აზრით, ცვლილება ბუნდოვანია და არ არის დასაბუთებული რატომ გახდა ამ მუხლის დამატება საჭირო.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ ძალოვანი სტურქტურებისთვის ეს დამატებითი ბერკეტი გახდება და გამოიყენებენ როგორც კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ასევე მედიაზე ზეწოლის მექნიზმად.

კანონპროექტზე მსჯელობა მიმდინარე კვირას ურიდიულ საკითხთა კომიტეტეში გაგრძელდება. სხდომას არასამთავრობოებიც დაესწრებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესეტებენ შესატან ცვლილებებს.

დღის ამბები