03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
მთავრობის წევრები უკრაინაში დაღუპული გიორგი ჯანელიძის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ

მთავრობის სხდომა იწყება ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში. სხდომის დაწყებამდე მინისტრებმა კომენტარები გააკეთეს. მთავრობის წევრებმა უკრაინაში დაღუპული გიორგი ჯანელიძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა უკრაინაში აქტიურადაა ჩართული ამ საკითხში და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჯანელიძის გადმოსვენება საქართველოში უმოკლეს ვადებში მოხდეს. 

ქართველი მებრძოლის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები