03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
21 საუკუნეში გამყიდველი რობოტები გამოჩნდნენ

ტოკიოს ერთ–ერთ მაღაზიაში მომხმარებლებს დღეიდან ჰუმანოიდი რობოტი მოემსახურება.

აიკო ჩიჰირა კომპანია ტოშიბაში შექმნეს და მას თავისუფლად შეუძლია კლიენტებთან ურთიერთობა.

ჰუმანოიდი რობოტი იაპონურის გარდა ლაპარაკობს ჩინურ და კორეულ ენებზე.

ის ანდროიდის სისტემით მუშაობს, რომელსაც 43 მოტორი აქვს. მათი დახმარებით რობოტი მოძრაობს და ჟესტების ენით ლაპარაკიც შეუძლია.

ტოშიბას წარმომადგენელთა განცხადებით აიკო ჩიჰირა ჯერჯერობით არ არის ისე დაპროგრამებული, რომ კლიენტების პრეტენზიებს უპასუხოს. 

 

 

 

დღის ამბები