03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
თბილისის მეტროს და ავტობუსებს ახალი სადისპეჩერო ოთახი მოემსახურება

თბილისის მეტრო თანამედროვე სადისპეჩერო სისტემით აღიჭურვა. სადისპეჩერო მართვის ოთახში დამონტაჟდა ახალი კომპიუტერები და ვიდეო კედელი, შეიცვალა ცენტრალური სასაათე მეურნეობა.

პროექტის ფარგლებში, სატრანსპორტო კომპანიის მესამე სართულზე ავტობუსების სადისპეჩერო ცენტრიც მოეწო. განახლებული სადისპეჩერო მართვის ოთახი დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.

"ეს არის უფრო თანამედროვე სისტემა. ამარტივებს მართვის სისტემას. ყველაფერი არის გათვალისწინებული რაც უსაფრთხო გადაადგილებას უკავშირდება," - აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

დღის ამბები