03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
გურჯაანის გამგეობა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დატოვეს

გურჯაანის გამგეობა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მას შემდეგ დატოვეს, რაც გამგებლის ოთახში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შევიდნენ და გამგებლისგან ვითარებაში გარკვევა მოითხოვეს. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვდნენ კითხვაზე პასუხს, თუ რა მიზნით გამოიძახეს შენობაში კრიმინალური პოლიცია და რატომ შეწყდა მოქალაქეთა მიღება რამდენიმე საათით. 

როგორც გამგებელი ამბობს, პოლიცია მან უსაფრთხოების დასაცავად გამოიძახა. 

ამ დროისთვის გურჯაანის რაიონის გამგეობაში სიმშვიდეა, დასრულებულია მოქალაქეთა მიღების პროცესი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები