03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
გურჯაანის გამგეობიდან რაიონის მაჟორიტარის ბიუროს ასახლებენ

გურჯაანის გამგეობიდან რაიონის მაჟორიტარის ბიუროს ასახლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარი facebook-ის გვერდზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ავრცელებს. 

მან სპეციალური უწყებაც გამოაქვეყნა, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა მიმართავს რაიონის მაჟორიტარის ბიუროს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში დაკავებული ფართი გაეთავისუფლებინა.

უწყებში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებული ფართი და ოთახებში განთავსებული მოძრავი ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და თუ მისი განთავისუფლება არ მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული ინება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

„რამოდენიმე საათიანი ფიქრის შემდეგ, გამგებელმა მიიღო გადაწყვეტილება მაჟორიტარის ბიუროს გამგეობის შენობიდან გასახლების თაობაზე და უწყება ჩააბარა,”- წერს ნადირაშვილი.

 

დღის ამბები