03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
"ნუ აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს,"- პანკისელები მთავრობისგან აგიტატორების გამოვლენას ითხოვენ

 "ნუ აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს,"- ასე მიმართავენ პანკისელები მთავრობას და მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს დროული რეაგირება მოახდინონ პანკისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 

ხეობაში ფიქრობენ, რომ დროულად უნდა მოხდეს იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებიც ახალგაზრდების გადაბირებას ახდენენ და ხელს უწყობენ მათ სირიაში წასვლას. 

"ნუ აკეთებენ აბსურდულ კომენტარებს, რომ გაეპარათ ან ასეთ განცხადებებს. ამ ბავშშვებმა გზა თბილისამდე არ იციან და სირიაში როგორ წავიდოდნენ? პანკისში იყვნენ გამომძიებლები და თქვეს გამოვავლენთ აგიტატორებსო, მაგრამ აბა ვერსად ვხედავთ შედეგს,"- აცხადებენ პანკისში "კურიერთან" საუბრისას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები