03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
გურჯაანში ნაციონალურ მოძრაობას კვერცხებს ესვრიან - გამგეობასთან ხელჩართული ჩხუბია

გურჯაანში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგნლებს კვერცხებს ესვრიან, გამგეობის შესასვლელთან კი ხელჩართული ჩხუბია. ინფორმაციას ამის შესახებ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ავრცელებს. გამგეობასთან მუშაობს "კურიერის" გადამღები ჯგუფიც.

ცოტა ხნის წინ გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტში რამდენიმე პირი შეიჭრა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს კვერცხები დაუშინეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

როგორც "რუსთავი 2"- თან ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ კვერცხებს გამგეობის თანამშრომლები და გამგებლის მეგობრები ისვრიან. 

ღვინიაშვილის კაბინეტში შეჭრილი პირები მოითხოვენ, რომ გამგეობის შენობა და მაჟორიტარის კაბინეტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დატოვონ. 

გამგეობაში იმყოფებიან სამართალდამცავებიც რომლებიც მოუწოდებენ ოპოზიციონერ დეპუტატებს დატოვონ გამგეობის შენობა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შენობის დატოვებას არ აპირებენ. 

ერთ-ერთი ნასროლი კვერცხი "კურიერის" ჟუნრალისტსაც მოხვდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები