03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ქართველი ახალგაზრდების გზა პანკისიდან სირიამდე-საკუთარი შვილების დასაცავად პანკისელი დედები გაერთიანდნენ

პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გამგზავნ პირთა ჯგუფის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. გადამბირებელთა გმოვლენის შემთხვევაში, მათი დასჯის აუცილბლობაზე განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთდროულად რამდენიმე საქმეს იძიებს. სავარაუდოდ მათ შორის გიორგი ბორჩაშვილთან დაკავშირებულ ეპიზოდსაც. 19 წლის ახალგაზრდა მისი გადაბირების მცდელობაზე საუბრობს. ჩვენება პოლიციას მან უკვე მისცა. ის ამბობს, რომ ჩეჩნები მოკვლით ემუქრებიან. 

სამართალდამველბის გააქტიურებას ხეობაში ითხოვენ პანკისელი დედებიც. 150 ქალი უკვე გაერთიანდა მოძრობაში "პანკისელი დედები შვილების გადასარჩენად." ამ კვირაში ისინი შეკრებას გეგმავენ და სპეცილურ მიმართვასაც შეიმუშავებენ. მოძრაობის წევრები საზღვრებზე მონიტორინგის გაძლიერებას ითხოვენ. 

კვირის ბოლოს პანკისის ხეობაში უხუცესების გაფართოებული შეკრებაც იგეგმება.

ავტორი:ნატა მახვილაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები