03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
მედიის წარმომადგენლებმა კახეთში საწარმოები დაათვალიერეს

კახეთში საწარმოების დათვალიერებამდე, ჟურნალისტებმა ლოტოტრონის პრინციპით თავად აირჩიეს 5 ობიექტი, სადაც 2 დღის განმავლობაში მედიატური მოეწყო.

მედიის წარმოამდგენლებს კახეთის გზაზე ავტობუსში გიდობას სოფლის მეურნეობის მინისტრი უწევდა და შერჩეული საწარმოების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

მედიატურის ერთ-ერთი ობიექტი გურჯაანში ”ქართული ხილის კომპანია” იყო, საწარმო ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად სეზონურად მუშაობს.

გარდა ობიექტების დათვალიერებისა მედიის წარმოამდგენლებმა წარმოებული პროდუქციაც დააგემოვნეს.

”კახური ტრადიცული მეღვინეობა” მეპატრონემ საკუთარი თანხებით და შეღავათიანი აგროკრედიტით მიღებული 600 ათასი დოლარით ააშენა. რთველის დროს 80 ადამიანია დასაქამებული.

ბოლო ობიექტი მედიის წარმოამდგნელბისთვის გურჯაანში ღვინის კასრების დამამზადებელი საწარმო იყო. წარმოება აგროკრედიტის აღების შემდეგ დაიწყო.

იმ ინფორმაციით, რომელიც მედიატურის დროს ჟურნალისტებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიიღეს, ქვეყნის მასშტაბით დაპირებული 109 საწარმოდან ყველაზე მეტი კახეთში მუშაობს. რეგიონში სულ 42 საწარმოა.

ავტორები: ნათია მღებრიშვილი, ნიკა ლეჟავა

 

 

 

დღის ამბები