03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
C - ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა დღეიდან ამოქმედდება

 

C ჰეპატიტიტის სამკურნალო ახალ პროექტს დღეს ხელი მოეწერება. 

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია "გილეადს" შორის გაფორმდება.

C ჰეპატიტის პრეპარატის პირველი პარტია კი საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა.

ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავს პრემიერ-მინისტრი.

პროგრამის მიზანი C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული სიკვდიალიანობის შემცირება და მისი წინასწარი პრევენციაა.

პაციენტებს, ასევე შესაძლებლობა მიეცემათ პროგრამის ფარგლებში ჩაიტარონ მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი წინასწარი კვლევები. საწყის ეტაპზე საქართველოში 5-ი ათასი ადამიანისთვის საჭირო დოზა შემოვა.

პაციენტთა რეგისტრაცია "სოციალური მომსახურების სააგენტოებში" მოხდება, რის შემდეგაც მათ მონაცემებს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გასცემს თანხმობის წერილს.

დღის ამბები