03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
გიორგი ჯანელიძის ცხედარს კიევში უახლოესი ორი დღის განმავლობაში გადაასვენებენ

გიორგი ჯანელიძის ცხედარი დნეპროპეტროვსკიდან კიევში ხვალ ან ზეგ უნდა გადაასვენონ.

ქართველი მებრძოლი უკრაინაში, შიროკინოს დასახლებაში სამი დღის წინ დაიღუპა.

აქტიური საბრძოლო მოქედებების გამო ცხედრის გადმოსვენება ბრძოლის ველიდან ვერ ხერხდებოდა, თუმცა საბოლოოდ ქართველმა სამხედროებმა ეს ეუთო-ს წარმომადგენლების დახმარებით შეძლეს.

გიორგი ჯანელიძის სამოქალაქო პანაშვიდი მაიდანზე გაიმართება. მოგვიანებით ცხედარს უკვე სამშობლოში გადმოასვენებენ, თუმცა კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები