03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
"ჩიხში არიან და იგონებენ მორიგ ტყუილებს,"- მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.

გიორგი ჩივიაშვილი, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის დაზუსტებას ეხმაურება.

„2005 წელს მოქმედი რედაქციით, მინამალური ზღვარი ამ დანაშაულის ჩადენისთვის იყო 5 წლიდან, დღეს მოქმედი რედაქციით არის 7 წლიდან. ისინი ცდილობენ, რომ დაშვებული შეცდომა რამენაირად გამოსწორონ და საზოგადოებას მიაწოდონ აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არიან შესული ჩიხში და ამ ჩიხიდან გამოსასვლელად იგონებენ მორიგ ტყუილებს,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

ამავე საკითხზე განმარტება გააკეთა მთავარმა პროკურატურამაც.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მუხლი, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ძიება დეპუტატზე თავდასხმის ფაქტზე - დანაშაულის ჩადენის დროს ითვალისწინებდა 5-დან 12 წლამდე პატიმრობას, ახალი რედაქციით კი ეს ვადა 7-დან 9 წელია.

 

დღის ამბები