03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სომხეთში გამგზავრებას გეგმავს

ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. დეპუტატთა სია ამ დრომდე არ არის დაზუსტებული.

ერევანში პუტინის ყოფნის დროს ქალაქში ვიზიტს, მმართველი გუნდის წევრები პრობლემად არ მიიჩნევენ.

პუტინის ჩასვლა-არჩასვლით არ უნდა განისაზღვრებოდეს ჩვენი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან,“ - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის წევრმა ანი მიროტაძემაც.

უმრავლესობის წევრს მიაჩნია, რომ პუტინის ჩასვლა ერევანში არ არის ძირითადი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ქართულ დელეგაციას.

„არ მეგულება არც ერთი პოლიტიკოსი, რომლიც სიამოვნებით შეხვდება პუტინს,“- განაცხადა ანი მიროტაძემ.

ოპოზიცია კი თვლის, რომ დღევანდელი მთავრობის პირობებში პუტინთან ერთი-ერთზე დარჩენა ქვეყნისთვის სახიფათო იქნება.

„მთავრობა უნდა ცდილობდეს რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ფორუმზე ილაპარაკოს საქართველოში რუსეთის  მიერ განხორციელებული ოკუპაციის შესახებ,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები