03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
რიკოთზე სამი დღის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იქნება

21, 22 და 23 აპრილს, დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე რიკოთის გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.

შეფერხების მიზეზი გვირაბში ელექტრო–მექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოების ჩატარებაა.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

დღის ამბები