03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ვერ დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთში გენოციდისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 24 აპრილს ვერ დაესწრება.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თარიღს ემთხვევა საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც 1 წელი მზადდებოდა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიმართ შემოთავაზება იყო, თუმცა 24 აპრილი არის ის დღე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს სტუმრად ყავს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები