03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ევროკავშირი პანკისის ხეობის ეკონომიკურ მხარდაჭერას გეგმავს

ევროკავშირი პანკისის ხეობის ეკონომიკურ მხარდაჭერას გეგმავს. იანოშ ჰერმანის განმარტებით, მსგავს პრობლემურ რეგიონებზე ასოცირების პროცესი დადებითად აისახება და მათ განვითარებას გამოიწვევს.

"მე ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ამ პრობლემას ყურადღებას აქცევს. მიმაჩნია, რომ ასოცირების პროცესი და ევროკავშირის მხარდაჭერა კარგი იქნება მსგავსი რეგიონების განსავითარებლად.

იმედი მაქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში ჩვენთვისაც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები, რათა მოვახდინოთ ამ რეგიონების ეკონომიური მხარდაჭერა," - განაცხადა საქართველოში ევროკავშიირის ელჩმა. 

დღის ამბები