03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 60 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 60 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება - ეს თანხა გრანტის სახით საქართველომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პროექტის ფარგლებში მიიღო.

ამ თანხით დაგეგმილია საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, თბილისში საუნივერსიტეტო ფართების რეაბილიტაცია-აღჭურვა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისთვის, მეორე კომპაქტის ფარგლებში სულ 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოხდება.

დღის ამბები