26 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
ე.წ. მუქარის წერილი - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ წერილის დედანის წარდგენას შედეგი არ ექნება

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ წერილის დედანის წარდგენას შედეგი არ ექნება და გამოძიება ჭეშმარიტებას არ დაადგენს. "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები დარწმუნებულები არიან, რომ პროკურატურა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით იმოქმედებს. 

მმართველი გუნდი კი მამუკა ხაზარაძეს ურჩევს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს, რადგან საზოგადოებამ მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე სიმართლე გაიგოს. საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ წერილის წარდგენის შემდეგ სამართალდამცველი ორგანოები იმოქმედებენ ისე, როგორც მათი ვალდებულებაა.

"შეიძლება თქვან, რომ ეს თითის ანაბეჭდი არის ვიღაცის გამოგონილი ან გადააგზავნიან სამხარაულში, რომელიც დაადგენს, რომ იქ გახარიას თითის ანაბეჭდი კი არ იყო, არამედ აღმოჩნდა დინოზავრის ნაკვალევი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტები ბიძინა ივანიშვილის დავალებით ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელობის დევნით არის დაკავებული.

"ბიძინა ივანიშვილის დავალებით სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც გადაქცეულია და ჩამდგარია მთლიანად ოლიგარქის სამსახურში, ახორციელებენ ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელობის დევნას. ეს არის სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ფული არ უნდა დააბანდო," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

დღის ამბები