03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
დღეს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება

მსოფლიო დღეს დედამიწის დღეს აღნიშნვას.

დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა და ის მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

დედამიწის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის ზოოპარკში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

წელს დედამიწის დღე 45-ედ აღინიშნება და მისი მთავარი თემაა "კლიმატის ცვლილების სახე" - ექსტერმალური ამინდი, დაბინძურებული გარემო - ჩვენი დღევანდელობაა.

ყოველი წლის 22 აპრილს ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის, 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

დედამიწის დღის დამფუძნებლად ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი გაილორდ ნილსენი ითვლება, როდესაც ის და მთელი ქვეყანა 1969 წელს ნავთობის მასიური დაღვრის მოწმე გახდნენ.

დედამიწის დღის პირველმა აღნიშვნამ საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებული შტატების გარემოსდაცვითი სააგენტოს ჩამოყალიბებას.

1990 წლის დედამიწის დღემ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა მეორად გადამუშავებისკენ მიმართულ ინიციატივებს მსოფლიოს მასშტაბით და საფუძველი ჩაუყარა 1992წლის რიო-დე-ჟანეიროს გაეროს ეგიდით ჩატარებულ ე.წ დედამიწის სამიტს.

დღის ამბები