03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
პრეზიდენტის რეზიდენციის თემაზე საპარლამენტო უმრავლესობაში განსხვავებული პოზიციები აქვთ

მმართველ გუნდის ნაწილი კვლავ ქვეყნის პირველი პირის ათონელის რეზიდენციაში გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს.

უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის აზრით, პრეზიდენტი არ არის ისეთი პომპეზური პიროვნება, რომ მას ავლაბრის რეზიდენცია სჭირდებოდეს.

„პრეზიდენტის აპარატს, იმ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რასაც დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, ნამდვილად არ სჭირდება დიდი შენობა,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მის მოსაზრებას არ იზიარებს მმართველი გუნდის ნაწილი.

ქართული ოცნების წევრის თამარ კორძაიას თქმით კი, საქართველოს კონსტიტუციაში არ წერია თუ სად იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის მოქალაქეების მიერ პირდაპირი წესით არჩეული პირი და ის იმსახურებს იმხელა პატივისცემას რომ მის რეზიდენციაზე ამდენი საუბარი არ იყოს,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები