03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
"მარგველაშვილი არ აღმოჩნდა ის ადმიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილს ეგონა,“ - ხათუნა გოგორიშვილი

პრეზიდენტის რეზიდენცია კვლავ განხილვის საგნად რჩება.

მმართველი გუნდის ნაწილის პოზიციას, გიორგი მარგველაშვილის ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ვერ აკმაყოფილებს ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებს.

„მარგველაშვილი არ აღმოჩნდა ის ადმიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილს ეგონა, როგორც მთავრობის სხვა წევრები მარიონეტებივით ძაფებზე ყავს გამობმული. მარგველაშვილმა გამოიჩინა რაღაც საკითხებში საკუთარი აზრი, პრინციპი გამოამჟღავნა და ეს არის ანგარიშსწორება და სხვა არაფერი,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

თავისუფალი დემოკრატები  ფიქრობენ, რომ გიორგი მარგველაშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს თუ სად იქნება სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენცია.

 ოპოზიციის პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

„არ უნდა იყოს ზეწოლა მასზე, რომ გინდა თუ არა შეიცვალოს თავის რეზიდენცია. ეს არ უნდა იყოს მთავრობის მხრიდან ნაკარნახევი,“ - განაცხადა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" გენერალურმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები