03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
“მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი არ უნდა იყოს მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალაზე დამოკიდებული,“-ანა ნაცვლიშვილი

პროკურატურის რეფორმის კონცეფციას ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია. ისინი კონცეფციის დახვეწისა და მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობენ.

მათი აზრით, კანდიდატები ღია საკონკურსო წესით უნდა შეირჩნენ შერჩევისა და გათავისუფლების პროცესი კი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს.

პროკურატურის რეფორმის შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მომზადებული კონცეფციის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატს საპროკურორო საბჭო შეარჩევს, რომელიც მთავრობას წარუდგენს მას, საბოლოოდ კი მთავარ პროკურორს პარლამენტი დაამტკიცებს.

“მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი არ უნდა იყოს მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ძალაზე დამოკიდებული,“-განაცხადა საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტის განცხადებით, კონცეფციაში არსებული მოდელის მიხედვით, მაღალია ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას რომ მაქსიმალურად გაიზარდოს საპარლამენტო კონტროლი,“-განაცხადა გია გვილავამ.

 

დღის ამბები