03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
იპოთეკით დაზარალებულების აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

იპოთეკით დაზარალებულებმა და ე.წ „ატსტუპნიკებმა“ აქცია გამართეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ისინი ბანკებისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო მევახშეებისგან გამოსახლების შეჩერებას ითხოვენ.

ისინი ასევე მოუწოდებენ აღსრულების ბიუროს გადადოს ეს პროცესი.

აქციის მონაწილეები გრძელვადიან, დაბალ პროცენტიან კრედიტებს ითხოვენ, ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს მათ ე.წ. უფასო ფულის დაპირებაც შეახსენეს.

დღის ამბები