03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
С ჰეპატიტის მკურნალობის ახალი პროგრამის აღსანიშნად საზეიმო მიღება გაიმართა

С ჰეპატიტის მკურნალობის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებას მთავრობის წევრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებს სიტყვით მიმართა პრემიერმინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალი პროექტის მხარდაჭერისთვის.

„ხელისულფება შეძლებს 100 ათასობით ქართველის განკურნებას, რომლებიც არიან დაავადებულნი C ჰეპატიტით,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საერთაშორისო სამეცნიერო კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პროგრამის ამოქმედებაში ჩართული იყო უამრავი ადამიანი საქართველოს პოლიტიკური და სამედიცინო წრიდან.

„ჩემზე და ჩემს კოლეგებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქვეყნის ხელისუფლებამ, რომელმაც ჯანდაცვის ასეთი ინიციატივა შექმნა,”-განაცხადა ჯონ მარტინიმ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები