03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ბელარუსის მრეწველობის სამინისტროსთან მემორანდუმი გაფორმდა

ალექსნდრე ლუკანშენკოს თბილისში ვიზიტამდე შეხვედრები უკვე დაიწყეს ბელორუსის დელეგაციის წევრებმა.

ცოტა ხნის წინ პრესკონფერნეცია გაიმართა სოფლის მეურნეობის სამინსიტროში, სადაც მინისტრი ოთარ დანელია ბელორუსის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მინისტრებს ესაუბრა პირისპირ.
ასევე გაფორმდა მემორანდუმი მრეწველობის სამინისტროსთან. შეთანხმება საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

“ვგეგმავთ მემორანდუმის გაფორმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ბიზნესის განვითარებას,“ - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

მინისტრის თქმით, იგეგმება ბიზნესფორუმი, რომლის ფარგლებში როგოც ქართველ, ისე ბელარუსელ ინვესტორებს, ბიზნესმენებს ექნებათ შესაძლებლობა დეტალურად განიხილონ ქვეყნების პოტენციალია.

ბელარუსის სოფლის მეურნეობის მინისტრის ლეონიდ ზაიცევის განცხადებით, ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის ახალი ეტაპი საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობებში.

ბელარუსის მრეწველობის მინისტრმა ვიტალი ვოვკიმ იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესი იპოვნის გზებს ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად.

„მანქანათმშენებლობის სფეროში თანამშრომლობის კუთხით საქართველოსა და ბელარუსიის ურთიერთობები გაუმჯობესებას საჭიროებს,“ - განაცხადა ვიტალი ვივკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები