03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
"პრეზიდენტს ამხელა სასახლე არ სჭირდება,"-ირაკლი სესიაშვილი

მსჯელობა პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო გრძელდება.

საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციით, ავლაბრის სასახლის ფართობს საპარლამენტო რესპუბლიკის მეთაურის უფლებამოსილება არ შეესაბამება.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, კოალიცია ქართული ოცნების წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ამ თემაზე ზედმეტი აჟიოტაჟია შექმნილი და პრეზიდენტის ნების გარეშე არაფერი მოხდება.

"მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს ამხელა სასახლე თავისი კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე არ სჭირდება," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი პატივისცემის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი თითიდან გამოწოვილია.

"არასწორია ქვეყანაში საუბარი მიმდინარეობდეს ამაზე, მაშინ როდესაც გაცილებით უფრო დიდი პრობლემა გვაქვს და პრაქტიკულად გეომეტრიული პროგრესით იზრდება ქვეყანაში ლარი,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები