03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
იპოთეკით დაზარალებულებს დავით ნარმანია 27 აპრილს შეხვდება

იპოთეკით დაზარალებულებს დავით ნარმანია ორშაბათს, 27 აპრილს, შეხვდება. აუდიენციის მოთხოვნით აქცია იპოთეკარებმა და ე.წ. „ატსტუპნიკებმა“ დღეს მერიასთან გამართეს.

აქციის მონაწილეები ნარმანიას ცენტრალურ მთავრობასთან შუამდგომლობის გაწევასა და მუნიციპალურ ბალანსზე არსებულ შენობებში შესახლების უფლებას სთხოვენ.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემის მოგვარება ქალაქის მთავრობის კომპეტენციაში არ შედის, თბილისის მერი მზად არის შეხვდეს აქციის მონაწილეებს და შუამდგომლობა გაუწიოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

დღის ამბები