03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
„პრეზიდენტს მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოეჩინა,“ - გიორგი ვოლსკი

პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი ისევ მსჯელობის თემაა.

მმართველი გუნდის წარმომდგენლები აცხადებენ, რომ იმ სტატუსიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რაც დღეს პრეზიდენტს აქვს, შესაბამისი იქნება რომ პრეზიდენტი გადავიდეს ათონელის რეზიდენციაში.

მმართველი გუნდის წევრები, საკონსტიტუციო ცვლილებებსაც არ გამორიცხავენ საიმისოდ, რომ პრეზიდენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით კონკრეტული ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში.

ქართული ოცნების თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, კონსტიტუციაში სამომავლოდ განსაზღვრული უნდა იყოს პრეზიდენტის ადგილსამყოფელი.

„ვფიქრობ პრეზიდენტს მეტი კონსტრუქციულობა უნდა გამოეჩინა,“-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები