03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
„მაფიოზი ივანიშვილი არ უნდა წყვეტდეს, სად განთავსდეს პრეზიდენტის რეზიდენცია," - სერგო რატიანი

პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი ისევ მსჯელობის თემაა.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა არ უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია, მან იქ უნდა გააგრძელოს მუშაობა და ეს უნდა იყოს სწორედ პრეზიდენტის გადასაწყვეტი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, ის რომ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დებატები, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ქვეყანა არის ეკონომიკურ კრიზისში, მთავრობა კი სრულიად არამიზნობრივად ხარჯავს თანხებს.

„მაფიოზი ივანიშვილი არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას თუ სად უნდა განთავსდეს ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენცია, პრეზიდენტისა რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები