03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
„სამარცხვინო აურზაური მარგველაშვილის გამოსახლებაზე დაკავშირებულია ივანიშვილის ინტერესებთან," - გიორგი გუგავა

არასაპარლამენტო ოპოზიცის წევრები გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციის გარშემო ატეხილ აურზაურზე აცხადებენ, რომ პრეზიდენტი არ უნდა დაემორჩილოს ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებს და უნდა დარჩეს ავლაბრის რეზიდენციაში.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები იმასაც აცხადებენ, რომ ამ ყველაფრით ხდება პრეზიდეტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

„სამარცხვინო აურზაური მარგველაშვილის გამოსახლების შესახებ, დაკავშირებულია ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესებთან, დაეუფლოს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას და გადააქციოს იგი საკუთარ ბიზნეს სეგმენტად. ხოლო მარგველაშვილი იმდენად არის დაშინებული ყოფილი ბატონის აჩრდილით, ვერ ბედავს საკუთარი ინტერესების დაცვას, და ბოლომდე არ ამბობს სიმართლეს,“-განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირბეით, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს დაპირისპირება რომელიც ანგრევს სახელმწიფო ინტიტუტებს და ძალიან აზარალებს ქვეყნის ინტერესებს, არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

„სამწუხაროა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას სცალია ამ თემებისთვის და ვერ ხედავს იმ უზარმაზარ გამოწვევებს, რაც არის ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები