03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
ბელგიაში სახელმწიფო სექტორის თანამშრომლები გაიფიცნენ

ბელგიაში მთავრობის მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ პროფკავშირებმა საპროტესტო აქცია  მოაწყვეს. გაფიცულები აცხადებენ, რომ სექტორი რეფორმირებას საჭიროებს და სამუშო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გაფიცვაში მონაწილეობენ მასწავლებლები და სატრანსპორტო სექტორის თანამშრომლებიც, რის გამოც სკოლებში არ ტარდება გაკვეთილები და არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

გაფიცვამ ბელგიის გარდა სატრანსპორტო კოლაპსი გამოიწვია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. არ დადიან ევროსტარის მატარებლები, რომლებიც ბრიუსელს პარიზთან და ლონდონთან აკავშირებს. შეწყვეტილია სარკინოგზო მოძრაობა გერმანიის მიმართულებითაც.

დღის ამბები