03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
შატილში დაკარგული ახალგაზრდა ორ დღიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს

შატილში კლდიდან მოწყვეტილი ახალგაზრდა თბილისში გადმოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს გუშინ საღამოდან ახორციელებდა.

ფიჩხის შესაგროვებლად ტყეში წასულმა გიგი ჭინჭარაულმა კლდიდან მოწყვეტის შედეგად მენჯ-ბარძაყის და წვივის მოტეხილობები მიიღო. დაშავებული კლდიდან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს.

თბილისიდან გავიდა 10 კაციანი სამაშველო ჯგუფი. უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა ვერტმფრენის გადაფრენა, რის გამოც, მაშველებმა თოვლში, 50 კილომეტრამდე ფეხით იარეს.

დღეს შესაძლებელი გახდა სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რის შედეგადაც მაშველებმა დაზარალებული თბილისში გადმოიყვანეს.

დღის ამბები