03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
პირველკლასელთა რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე 5 წლიანი ბავშვების საკითხი ისევ გაურკვეველია

მიუხედავად იმისა რომ 5 წლიანი ბავშვების რეგისტრაციის ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია, განათლების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციას ხვალიდან მაინც იწყებს. პროცესი მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ახალი კანონის დამტკიცების შემთხვეაში, 5 წლის ბავშვების რეგისტრაცია გართულდეს.

ნაციონალურიმოძრაობის ინიციატივა განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე პარლამენტში ჯერ მხოლოდ 1 მოსმენით განიხილეს. ოპოზიცია სკოლაში იანვრამდე დაბადებული 6 წლამდე ბავშვების მიღებას ითხოვს, მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი ამ იდეას ემხრობა, თუმცა უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პროექტი კანონის სახეს მაინც ვერ მიიღებს.

კანონპრპეტზე საკუთარი შეხედულებები აქვთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ისინი თვლიან, რომ პარლამენტმა 6 წლამდე ბავშვების რეგისტრაციას მხარი უნდა დაუჭიროს.

რეგისტრაციის მოლოდინში 6 წლამდე ასაკის 14 ათასზე მეტი ბავშვია, ჯერჯერობით უცნობია ისწავლიან თუ არა ეს მოზარდები წელს სკოლაში.

ავტორი:გიგლა თუმანიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები