03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია შეძლებენ თუ არა 5 წლის ბავშვები წელს სწავლის დაწყებას.

პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა ოპოზიციის ინიციატივა, რომელიც 6 წლამდე ბავშვებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს.

მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი ამ იდეას ემხრობა, თუმცა უმრავლესობის ნაწილის ინფორმაციით, კანონს ფინანსების სიმცირის გამო არ მიიღებენ.

რეგისტრაციის პროცესი ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება. ახალი კანონის დამტკიცების შემთხვევაში განათლების სამინისტრო მზად არის შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს.

რეგისტრაცია, გასული წლების მსგავსად, წელსაც სამეტაპიანი იქნება. პირველ ეტაპზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომელთა მშობლებიც სკოლებში მუშაობენ, ან რომელთა და-ძმა უკვე სწავლობს სკოლაში. პირველკლასელთა რეგისტრაციის სრულ განრიგს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები