03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

უკვე ცნობილია ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი. უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის მსურველთათვის პირველი გამოცდა 2 ივლისს ჩაინიშნა და ის ქართულ ენასა და ლიტერატურაში იქნება. ბოლო გამოცდის ჩაბარება კი აბიტურიენტებს 22 ივლისს ქიმიაში მოუწევთ.

ახალგაზრდებს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა თუ შეცვლის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ექნებათ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ერთად სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგიც გამოქვეყნდა.

 

დღის ამბები