03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო," - განათლების მინისტრი

"ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო," - 5 წლის ბავშვების სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განცხადება გააკეთა. 

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა, 5 წლის ბავშვები წელს სწავლის დაწყებას. პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა ოპოზიციის ინიციატივა, რომელიც 6 წლამდე ბავშვებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვეაში განათლების სამინისტრო მზად არის შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს. აქვე თამარ სანიკიძე ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას პროვოკაციას უწოდებს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი კი განათლების სამინისტროს ურჩევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყოს "ხისტი". 

ამავე თემაზე
დღის ამბები