03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ბესიკ ხარძიანის შვილი მამის მკვლელობაში მეორე მეუღლეს ადანაშაულებს

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის პირველმა ოჯახმა სპეციალური განცხადება გააკეთა. ხარძიანის ყოფილი მეუღლე და შვილები გია უდესიანისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. ისინი ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობენ. ეს განცხადებები მოკლული ბიზნესმენის პირველი ოჯახის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

ხარძიანის შვილი - მიხეილ ხარძიანი აცხადებს, რომ მის სიცოხლეს საფრთხე ემუქრება. მას ასევე ეჭვი აქვს, რომ მამის მკვლელობა მისმა მეორე მეუღლემ ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა.

„პირადად მე მიმაჩნია, რომ მამა დააჭერინა ეკა ნონიკაშვილმა ქონების მითვისების გამო. მისი გარდაცვალებაც მიმაჩნია, რომ დაუკვეთა ნონიკაშვილმა“, - განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.

ბესიკ ხარძაინის პირველი ოჯახი მთავრობას მიმართავს, სასწრაფოდ გამოუყონ მათ დაცვა.

მიხეილ ხარძიანი ასევე ყვება, რომ 5 დღის წინ გია უდესიანს შეხვდა, რომელმაც მყარი მტკიცებულებები წარუდგინა და აჩვენა ვიდეო ჩანაწერი. ის მოუწოდებს ბესიკ ხარძიანის ოჯახის წევრებს გია უდესიანს მოუხადონ ბოდიში.

„თქვით სიმართლე, თორემ წარდგებით გვარის შეკრებაზე და იქ მოგთხოვთ პასუხს გვარის შეურაცხყოფისთვის“, - განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.  

ანა ხარძიანის თქმით, მამის დაკრძალვის შემდეგ, მან საკუთარ სახლთან ნახა ადამიანი მოპედით და ჩაფხუტით, რის შესახებაც უკვე შეიტანა განცხადება პოლიციაში.

დღის ამბები