18 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
თურქეთში საქართველოს ელჩი გურჯი ხათუნის საფლავის ფოტოებს ავრცელებს - აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე

თურქეთში საქართველოს ელჩი ერზრუმიდან გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საფლავის ქვების ფოტოებს ავრცელებს. გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, სამარხში აღმოჩენილი ძვლები ექსპერტიზაზე უკვე გადაიგზავნა. გურჯი ხათუნი, იგივე თამარი საქართველოს მეფის, რუსუდანის შვილი იყო. ის მე-13 საუკუნეში რუმის სულთანს ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II-ს მიათხოვეს.

"ექსკლუზიურად ერზერუმიდან!

ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება.

ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს," - წერს გიორგი ჯანჯღავა ფეისბუკზე. 

დღის ამბები