03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
საპროტესო განცხადების გამო გამომცემლებს მედიათეკის დატოვება მოსთხოვეს

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გამომცემლების ნაწილი საპროტესტო განცხადების გაკეთებას აპირებდა, მათ მედიათეკის დატოვება მოსთხოვეს.

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში გამოფენა-გაყიდვა იმართება. 25 გამომცემლობას მკითხველისთვის საკუთარი პროდუქცია აქვს გამოფენილი. მაგრამ გამომცემლებმა დღევანდელი გამოფენის გამოყენება არა მხოლოდ მკითხველთან შეხვედრისთვის გადაწყვიტეს. ვაკის პარკში სპეციალური განცხადების გაკეთებაც იგეგმება - საგამომცემლო ბიზნესის პრობლემებზე.

გამომცემლები სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ, - დაიხურა წიგნის მაღაზიები, გაკოტრდა რამდენიმე გამოცემა.

"უხეშად დარღვეულია საავტორო და საგამომცემლო უფლებები. ჩვენ გთხოვთ საზოგადოებას, დაგვეხმარეთ, დავიბრუნოთ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება, გვქონდეს ფინანსები, გამოვცეთ კარგი, საინტერესო წიგნები," - განაცხადა გამომცემლობა "პედაგოგიკას" წარმოამდგენელმა ირინა რუხაძემ.

გამომცემლების თქმით, რამდენიმე წლის წინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისინი სკოლის სახელმძღვანელოების გამოცემის პროცესს ჩამოაშორონ.

"ირღვევა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უფლება ადამიანისა და ბიზნესისა - ეს არის საკუთარი ქონების განკარგვის უფლება," - განაცხადა გამომცემლობა "ინტელექტიდან"კახა კუდავამ. 

 

ავტორი: მაია ლომიძე

დღის ამბები