03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
გიორგი ჯანელიძის მეუღლეს უკრაინის სიყვარულისა და თავდადებისთვის მედალი გადასცეს

უკრიანაში გარდაცვლილი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე უკრაინის დამოუკიდებლობის დასაცავად გაწეული ღვაწლისთვის სპეციალური ორდენით დააჯილდოვეს. ორდენი დღეს მისმა მეუღლემ კიევში მიიღო.

გიორგი ჯანელიძის მეუღლეს პატრიარქ ფილარეტის სახელით უკრაინის სიყვარულისა და თავდადებისთვის მედალი გადასცეს. 

ქართველი ოფიცრის ცხედარი უკრაინის დედაქალაქში ჯერ არ გადაუსვენებიათ.

საქართველოში გადმოსვენებამდე გიორგი ჯანელიძის ხსოვნას პატივს კიევის ცენტრში მიაგებენ.

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები