ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული 28 წლის ზაქრო ბუთხუზი გაათავისუფლა. ე.წ უშიშროების კომიტეტის განცხადებით, - "ზაქრო ბუთხუზი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დამნაშავედ ცნეს, ჯარიმა დააკისრეს და "სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს".
ოკუპანტებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მცხოვრები ზაქრო ბუთხუზი, 6 ნოემბერს, საკუთარი ვენახიდან გაიტაცეს.