18 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
"ვიღაცისთვის ის ფორმაა მისაღები, ვიღაცისთვის – სხვა" – ოპოზიციის ნაწილი კარვების აქციის სულისკვეთებას არ იზიარებს

ოპოზიციის ნაწილი კარვების აქციის სულისკვეთებას არ იზიარებს. განმარტავენ, რომ პროცესს უერთდებიან, თუმცა არ მონაწილეობენ ამგვარი აქციების ორგანიზებაში. ლიდერები აცხადებენ, რომ პროტესტის ფორმებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები თავად ირჩევენ.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყველა იმ ფრომით გამოხატავს პროტესტს, რომელიც მისთვისაა მისაღები.

"ქართული ოცნების" მცდელობა, რომ ხალხის ნების იგნორირება მოახდინოს, არ გამოიწვევს პროტესტის ჩაცხრომას. გვექნება ასეთი ტიპის პროტესტის სხვადასხვა ფორმებით გამოხატულება. რა თქმა უნდა, ვიღაცისთვის ის ფორმაა მისაღები, ვიღაცისთვის სხვა ფორმაა მისაღები", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ისინი პროტესტის ორგანიზატორები არ არიან, თუმცა პროცესში მონაწილეობენ.

"მშვიდობიანი პროტესტის არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და მშვიდობიანი წინააღმდეგობა არის ის გზა, რამაც სხვა გზებთან ერთად უნდა მიგვიყვანოს ხელახალ არჩევნებამდე. საპროტესტო აქციების ორგანიზებაში არ ვართ ჩართულები და ვმონაწილეობ ამ პროტესტში, სხვა დანარჩენი არის უშუალოდ ორგანიზატორების პასუხისმგებლობა ისევე, როგორც გადაწყვეტილება, რომლებიც წინააღმდეგობის სხვადასხვა გზას გეგმავენ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ"

დღის ამბები