03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ბუქარესტში 112 დააჯილდოვეს

საქართველომ ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე განსაკუთრებული მოქალაქის ნომინაციაში გაიმარჯვა. 112-ს ჯილდო განხორციელებული საქმიანობისთვის გადაეცა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ცერემონიას გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების წევრები, ევროპარლამენტის წევრები და გადაუდებელი დახმარების სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები