03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ეკონომიკის ექსპერტები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე საუბრობენ

"ელექტროენერგიზე ტარიფები აუცილებლად გაიზრდება," - განცხადებას ამის შესახებ ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები აკეთებენ. მათი განცხადებით ტარიფის ზრდა 2 თეთრის ფარგლებში მოხდება. 

"სამომხმარებლო ტარიფი უახლოეს პერიოდში გაიზრდება აუცილებლად. ელექტროენერგიის ხმარება არის გაზრდილი, აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს მისი შეძენა რაც საკმაოდ ძვირია. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანაში სავალუტო კრიზისია, მოსალოდნელია ტარიფის 2 თეთრის ფარგლებში ზრდა,"- აცხადებს ექსპერტი პაატა ცინცაძე. 

კიდევ ერთი ექსპერტი არჩილ მამათელაშვილი აცხადებს, რომ ტარიფების გაზრდა გარდაუალი პროცესია. 

"თუ ტარიფი არ გაიზრდება ელექტროენერგიის მიწოდება გახდება პრობლემა. ტარიფის შეზღუდვა არ არის სწორი, სწორი იქნება ინვესტიციების შემოტანა. ლარი უნდა გამყარდეს,"- აცხადებს მამათელაშვილი. 

 

 

 

 

დღის ამბები