03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას ითხოვს

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამის განაცხადით კომპანიამ მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ დვალიშვილი გადაწყევტილების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდა საქართველოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების გაზრდამ გამოიწვია, რომელსაც კომპანია უცხოურ ვალუტაში ყიდულობდა.

„ჩვენ ვართ სადისტრიბუციო კომპანია და ელექტროენერგიას ვყიდულობთ, რომ აბონენტამდე მივიტანოთ. ეს შესასყიდი ფასი იმდენად გაიზარდა, რომ კომპანიის ყველა რესურსი მიმართული იყო ამ კუთხით, ფაქტიურად ამიწურა ეს რესურსები. გაიზარდა გადაცემის მომსახურების ტარიფიც და ამის გათვალისწინებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მარეგულირებელ კომისიას მივმართოთ ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა დვალიშვილმა.

წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კი განცხადების იურიდიულ მნიშვნელობაზე და მის შინაარსზე საუბრობს. 

"არსებული მეთოდოლოგია ითვალისწინებს ტარიფის კორექტირებას იმ შემხვევაში თუ ელექტრენერგიის შესყიდვის ფასი არის არსებითად შეცვლილი. სწორედ ეს მუხლი გამოიყენა კომპანიამ როცა განაცხადით მოგვმართა და გადაწყევტილება მიღებულია და დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წამროება "ენერგო-პრო კჯორჯიას" სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით,"- განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კი იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ტარიფის ზრდა გამოიწვია. 

"80% დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ რესურსზე და ეს არის უცხოურ ვალუტაზე დამოკდიებული და უკვალოდ ვერ ჩაივლის. ლაპარაკია რამდენად დაბალანსდება გარკვეული სხვა ხარჯებისა და ინვესტიციების მოცულობით. მარეგულირებელი კომისია ადგენს იმ ტარიფს რამდენიც უნდა იყოს, უბრალოდ ამ შემთხვევაში ეფექტის მინიმიზაცია კომპენსირების თვალსაზრისით, მთავრობა რა ღონისძიებებს გაატარებს ეს არის მეორე ეტაპია,"- აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი. 

დღის ამბები