03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემებ განიხილეს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები და გაჭიანურებული საგადასახადო დავები იყო.

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებით, სახეზეა ბიზნესთან დაკავშირებული ათეულობით დავა, გაჭიანურებული შემოწმების დროს კი ხდება ანგარიშების გაყინვა და ბიზნესის ფაქტობრივი პარალიზება.

მისი თქმით, ეს პრობლემა სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.

„აუდიტის პროცესი აგრესიულია და გრძელდება რამდენიმე თვე, გადასახადების გადამხდელებს ეყინებათ საბანკო ანგარიშები, რაც მათ პარალიზებას ახდენს,“-განაცხადა ფადი ასლიმ.

რაც შეეხება იბიარადის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს ბრუნო ბალვანერას, იგი აცხადებს, რომ მიიღო გარანტია იმისა, რომ შეიქმნება ინვესტორთა საბჭო, რომელშიც შევა 5 მინისტრი, ასევე შევა 5 ბიზნეს ორგანიზაცია და ისინი იმსჯელებენ სწორედ ბიზნესში ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე.

მისივე თქმით, კარგია რომ დიალოგი არსებობს და საშუალება აქვთ კერძო სექტორს და მთავრობას აწარმოონ მოლაპარაკება.

„საქართველოსთვის კერძო სექტორის მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს,“-განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

ამავე თემაზე „საუნდერს გრუპის“ დამფუძნებელი მაიკლ საუნდერსი აცხადებს, რომ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კანონი უნდა შეიცვალოს.

„გვესმის, რომ საქართველო განვითარების პროცესშია და გადასახადების კუთხით გადასახადების კუთხით ცდილობს ვითარების გამოსწორებას,“-განაცხადა მაიკლ საუნდერსმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები